მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ
10 თებერვალი, 2023
სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ჩარიცხვამდე:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.
ჩარიცხვის შემდეგ:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.