7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აფილირებული კლინიკის "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"-ს ორგანიზებით SEU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "მყარი ორგანოების ტრანსპლანტაცია საქართველოში და მსოფლიოში".
შეხვედრის სპიკერი იყო: სანდრო კილაძე - ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები.