6 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა.
შეხვედრაზე განიხილეს, კრების მოწვევის მიზეზები, აქტუალობა და შედეგი, ასევე დავით აღმაშენებლის რეფორმები.
შეხვედრის სპიკერი იყო: SEU-ს ასოცირებული პროფესორი ქ-ნ ნინო ცნობილაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.