1 თებერვალს, SEU - ში საერთაშორისო გაცვლითი მობილობის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტები მომავალ სემესტრს სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში გაატარებენ.
მობილობის ფარგლებში სტუდენტები სრული დაფინანსებით არიან უზრუნველყოფილნი.
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქ-ნ ნინო ურუშაძემ ჩაატარა.