24 იანვარს, SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო კურსების თვითშეფასების ანგარიშების პრეზენტაცია.
შეხვედრის მიმდინარეობისას აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა კოლეგებს სასწავლო კურსის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის აპარატის წარმომადგენლები, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტის დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები, აკადემიური/მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.