24 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში "ღონისძიებათა მენეჯმენტი“-ს კურსის სტუდენტები პროფესორთან, ქალბატონ ბელა ფერიშვილთან ერთად ეწვივნენ სასტუმრო ბილთმორის ღონისძიებათა მართვის განყოფილებას.
სტუდენტებს უმასპინძლა SEU-ს კურსდამთავრებულმა ქეთი რეხვიაშვილმა, სასტუმრო ბილთმორის გაყიდვების მენეჯერის მოადგილემ. მან სტუდენტებს გააცნო ღონისძიების დაგეგმვის ეტაპები, დაათვალიერებინა ღონისძიებისათვის მზადების პროცესები და გაუზიარა თავისი გამოცდილება ამ სფეროში.
სხვადასხვა სასწავლო კომპონენტების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტების სიძლიერე განაპირობებს პროგრამის მაღალ ხარისხს და აძლევს ჩვენს სტუდენტებს საშუალებას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.