საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დაფინანსებით ტარდება საგრანტო კვლევითი პროექტი: „სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება“.
აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან SEU-ს ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც თვისებრივი კვლევის ჩატარების გამოცდილებას იღებენ.
ინტერვიუირების მიზნით მონაწილეები ეწვივნენ ტყის ბაღ „ბუნებარე“-ს, სადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიებაში, გაცნობოდნენ ბაღის მუშაობის სპეციფიკას, ჩაეტარებინათ ინტერვიუები.
პროექტში ჩართული სტუდენტების აზრით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რესპოდენტებთან ურთიერთობა, რადგან ეს ეხმარება მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, კვლევით პროექტების განხორციელების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელია: SEU-ს პროფესორი მადონა კეკელიკა, ხოლო პროექტის კოორდინატორი: SEU-ს მოწვეული ლექტორი ნინო ქიტოშვილი.