17-18 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ”SEU ISOC W-2023”.
კონფერენცია გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 170-მდე სტუდენტმა, საქართველოს ათამდე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები და დისკუსიის ფორმატში განიხილეს აქტუალური და საინტერესო საკითხები.