საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ჩარიცხვამდე:
• განცხადება რექტორის სახელზე(ივსება ადგილზე);
• პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
• სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.
ჩარიცხვის შემდეგ:
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
• სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.