SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე, „ახალი ტექნოლოგიები ქირურგიაში“
11 იანვარი, 2023
10 იანვარს, SEU-ს აფილირებული კლინიკის "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"-ს ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "თანამედროვე ტექნოლოგიები ქირურგიაში".
ლექციის სპიკერები იყვნენ:
- დოქტორი დავით ნიკოლეიშვილი - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - ს უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- დოქტორი, პროფესორი ინგმარ კონიგსრაინერი - ზოგად, შინაგან ორგანოთა და გულმკერდის (თორაკალური) ქირურგიის განყოფილების სამედიცინო დირექტორი. ფელდრიხი/ბლუდენზი (ავსტრია);
- დოქტორი გიორგი ნადირაძე - ციტორედუქციული და პერიტონეალური კარცინომატოზის ცენტრის დირექტორი, ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი, (გერმანია).
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას ესწრებოდნენ, SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის ქართველი და საერთაშორისო სტუდენტები.