29 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც SEU - ს სტუდენტებმა, მოინახულეს მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც გადასცეს საჩუქრები.
საჩუქრების შეგროვებაში მონაწილეობა მიიღეს SEU - ს სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში საქართველოს ახალგაზრდული აკადემიაც ჩაერთო, რომლის მოსწავლეებმა ~ მუსიკალური ნომერი შეუსრულეს, ასევე წაიკითხეს ლექსები და მოაწყეს ნახატების გამოფენა.