24 დეკემბერს, საერთაშორისო მწვანე მოძრაობა let’s do it საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ჩატარდა წლის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც მოიცავდა let’s do it Georgia - ს საქმიანობის გაცნობას, წლის აქტივობების შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას.
კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს არაფორმალური და ფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების თანამედროვე გამოწვევებსა და საინტერესო შესაძლებლობებზე.
პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ:
კონფერენციის დასასრულს, დამსწრე ახალგაზრდებისთვის ჩატარდა გათამაშება ინტერაქციული ქვიზის სახით.
გამარჯვებული მონაწილეები დასაჩუქრდნენ ეკო-მეგობრული პრიზებით.
პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ცუცხუბაიამ, რომელიც მიიღებს მონაწილეობას Erasmus+ გაცვლით პროგრამაში.