საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი გახდა. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) 116 ქვეყნის მასშტაბით 944 ფრანგულენოვან უნივერსიტეტს, კოლეჯს, საუნივერსიტეტო ქსელსა და კვლევით ცენტრს აერთიანებს.
სააგენტო უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს. AUF ფრანკოფონიის სამიტზე უმაღლესი განათლებისა და კვლევითი სექტორის ოფიციალური წარმომადგენელია.
AUF ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას, რათა უზრუნველყოს აკადემიური სისტემების გაუმჯობესებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.