16 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აფილირებული კლინიკის "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"-ს ორგანიზებით სპეციალურად SEU-ს საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "სინკოპე, გონების დაკარგვის ეპიზოდები და ზოგადად არითმია".
საჯარო ლექციას გაუძღვა ბატონი როინ რეკვავა, "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"-ს გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.