15 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია თემაზე: „ვაზომოტორული რინიტის პათოგენეზის თავისებურებანი და ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობის ეფექტურობა COVID-19-ის გადატანილ და COVID-19-ის გარეშე პაციენტებში“.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში, SEU-ს მხარდაჭერით.
კვლევის ფარგლებში დაზუსტდა ვაზომოტორული რინიტის პათოგენეზის თავისებურებები COVID–19 გადატანილ და COVID–19-ის გარეშე პაციენტებში, შეფასდა ადგილობრივი ინტრანაზალური ანტიჰისტამინური სპრეის ეფექტურობა და გაიცა რეკომენდაციები დაავადების მართვის შესახებ COVID–19 გადატანილ და COVID–19-ის გარეშე პაციენტებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტები, პროფესორები და დარგის ექსპერტები.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.