მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022”-ის ფარგლებში SEU - ს თეატრალური დასის მსახიობები დაჯილდოვდნენ
13 დეკემბერი, 2022
მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022” - ის ფარგლებში SEU - ს თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი “დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ”. SEU-ს სტუდენტები წარდგენილნი იყვნენ 5 ნომინაციაში, საიდანაც 4 ნომინაციაში მოიპოვეს გამარჯვება, მათ შორის 2 მთავარი პრიზი “ ფესტივალის აღმოჩენა”.
ფესტივალზე დაჯილდოვდნენ სტუდენტები შემდეგ ნომინაციებში:
- ანა კლაუ - ქალის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის;
- ლეო ჩერქეზია - მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის;
- საბა მეტრეველი - ფესტივალის აღმოჩენა;
- გეგა გალოგრე - ფესტივალის აღმოჩენა;
- გიორგი ბეჟანიშვილი - ნომინირებული მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.