მემორანდუმი სკოლა „ორ ავნერი“-სთან
12 დეკემბერი, 2022
დღეს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს:
- მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას;
- ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით;
- ერთობლივი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ორგანიზებას;
- ასევე, მემორანდუმის ფარგლებში SEU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს სკოლაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა და ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერი“ - ს დირექტორმა გიორგი მომცელიძემ.