27 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი გია კავთელიშვილი, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტის დეკანები და კურსდამთავრებულები.
საპატიო სპიკერის რანგში სიტყვით გამოვიდა სტეფან პეტერსონი - უფროსი ბრენდ მენეჯერი, მდგრადი დესტინაციის მენეჯმენტის ექსპერტი, რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ქუდების აყრა იყო.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „FOUR TUNE”.
SEU კიდევ ერთხელ ულოცავს 2022 წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებებს.