საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ზაქარაშვილმა კოლეგებსა და სტუდენტებს მედია განათლების კუთხით მიღებული ამერიკული გამოცდილება გაუზიარა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული შუალედური შედეგები გააცნო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და WorldChicago-ს მიერ ორგანიზებულ მედია განათლების MEP – ის წლევანდელ პროგრამაში ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების და მედია სკოლების 11 ქართველი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი.
MEP-ის ორკვირიანი პროგრამა ილინოისის (ქ. ნორმალი), დეპოლის (ჩიკაგო), ლოიოლას (ჩიკაგო), ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტებში, კოლუმბიის კოლეჯსა და გაზეთ ,,Chicago Sun-Times“-ის რედაქციაში სასწავლო ვიზიტებს, აკადემიური ცოდნის ურთიერთგაზიარებასა და პრაქტიკულ ჩართულობას ითვალისწინებდა.
ამჟამად პროგრამის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ამერიკელი კოლეგების საქართველოში ვიზიტსა და ერთობლივ ვორქშოპებს ითვალისწინებს.