20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი გია კავთელიშვილი, ვიცე რექტორები, ფაკულტეტის დეკანები და კურსდამთავრებულები. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ქუდების აყრა იყო.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკალური ჯგუფი “Four Tune”
SEU კიდევ ერთხელ ულოცავს 2021 წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებას.