29 ნოემბერს,საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ იმამურა აკირას. ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და YATA საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში „დიპლომატიის კვირეულის“ ეგიდით და მას ესწრებოდნენ SEU-სა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს იაპონიის გეოპოლიტიკური ასპექტები და ასევე საქართველო იაპონიას შორის ურთიერთობების გაღრმავების მექანიზმები.
ელჩთან ბილატერალური შეხვედრის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები SEU-ს ერთობლივ აქტივობებისა და საპარტნიორო თანამშრომლობის პროექტებში ჩართვის კუთხით.