საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU ში, ქოუდინგის დღეები გაიმართა
25 ნოემბერი, 2022
24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU ში „Skillwill“-თან პარტნიორობით ქოუდინგის დღეები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში Skillwill-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს IT სფეროს გამოწვევებზე, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე, თანამედროვე ტენდენციებზე. მონაწილეები შეხვდნენ დეველოპერებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო პროექტებზე და მათგან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
ვორქშოპის მონაწილეები ჩაერთვნენ შემდეგ აქტივობებში:
- ლაივ ტესტირება: დეველოპერებმა დატესტეს პოპულარული ვებგვერდები და სტუდენტებთან ერთად განიხილეს პროცესი, რომელსაც გადის QA Tester-ი;
- ინტერაქციული ანიმაციები: “Skillwill” – ის Mobile დეველოპერმა მოახდინა ინტერაქციული ანიმაციების დემონსტრირება და ლაივ რეჟიმში, სტუდენტებთან ერთად შეიტანა ცვლილებბი კოდში;
- კოდის წერა: “Skillwill” - ის Backend დეველოპერმა ლაივ რეჟიმში დაწერა კოდი, აღწერა პროცესი და შექმნა მარტივი თამაში სტუდენტების ჩართულობით;
- ხელოვნური ინტელექტი(AI): ვორქშოფზე სტუმრებმა გაეცნენ ქართულ ენაზე შექმნილ ხელოვნურ ინტელექტის ვებ მოდელს და შეძლეს თავად დაეტესტათ მისი მუშაობის პრინციპი;
- პაზლი: სტუდენტები გაეცვნენ მარტივი კოდირების ლოგიკებს და მოუწიათ ამოხსნათ თავსატეხი.
შეხვედრაზე გათამაშდა პროგრამირების 3 თვიანი კურსი, რომლის ღირებულებაც 599 ლარს შეადგენს.