SEU-ში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კონკურსში „მე ვირჩევ ევროპას“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
22 ნოემბერი, 2022
21 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კონკურსში „მე ვირჩევ ევროპას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:
- გოგა ბუჩაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით.
- შორენა ტაბატაძე - USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი
- ირინა შამილაძე - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე
- ნუგზარ სადიკოვი - ქ.თბილისის #55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი
- ნინო წამალაშვილი - ქ.თბილისის #45-ე საჯარო სკოლის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.