15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე, „სოციალური სამართლის გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში”.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
• რაჟდენ კუპრაშვილი - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;
• ირინა სეფერთელაძე - ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტის მართვის მენეჯერი;
• ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო -კვლევითი მიმართულებით;
• პაატა ტურავა - თსუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი;
• ნატო ნიაური - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი;
• ნათია ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი ადვოკატი ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;
• აკაკი ლომსაძე - საზოგადოებრივი ადვოკატი
ღონისძიების ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
• სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ხელისუფლების დანაწილების კონტექსტში
• სოციალური დახმარების ქართული მოდელის თავისებურებანი;
• საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვა და სხვა აქტუალური საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც.