გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 9 ნოემბრიდან და დასრულდება 5 დეკემბრის 18:00 საათზე ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
სტუდენტი, რომელიც მითითებულ ვადებში არ გაივლის რეგისტრაციას, დაკარგავს ზემოთ აღნიშნული დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo