საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბუქარესტის ეკონომიკის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Bucharest University Of Economic Studies https://www.ase.ro/index_en.asp ) გაზაფხულის სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2023 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის, სამართლის პროგრამისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.
ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვინც უკვე დაასრულა პირველი სემესტრი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 20.11.2022
საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
ბუქარესტის ეკონომიკის მეცნიერებათა უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია რუმინეთში, რომელიც 1913 წელს დაარსდა. ის დაახლოებით 23 000 სტუდენტს აერთიანებს 13 ფაკულტეტის ფარგლებში და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში.
ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამები ხელმისაწდომია ბმულზე:
https://international.ase.ro/21/index.php/erasmus-incoming-students/