28 ოქტომბერს, SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაცია “იატა საქართველო”-ს და SEU-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ასევე, განიხილეს ის დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან SEU-ს სტუდენტები.