საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სალექციო კურსი თემაზე „სისტემური აზროვნება“ ჩატარდა, რომელსაც ასევე დაესწრნენ SEU-ს პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კურსს გაუძღვა SEU-ს საპატიო დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თანახელმძღვანელი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი ბატონი ალფრედო მოსკარდინი.
სპიკერმა ვიზიტის ფარგლებში დამატებითი სემინარების სერია ჩაუტარა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს, ხოლო პერსონალის განვითარების პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ პერსონალს.
21 ოქტომბერს, მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.