11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საშა ფლემნითცთან, რომელიც არის ბერლინისა და ბრანდენბურგის ბიზნეს გაერთიანების - "BBW Gruppe" - ის მმართველი დირექტორი, ბერლინის განათლების კვლევისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
SEU-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური და ადმინისტრაციული სტაფი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს SEU-ს ინტერნაციონალიზაციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და დასახეს განათლების ადმინისტრირების პროგრამის განვითარების გზები.