28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს კვლევით გრანტებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა ჰორიზონტი ევროპას ეროვნული წარმომადგენელი ქალბატონი ეკა სანაია.
ქალბატონმა ეკამ დეტალურად განიხილა სინერჯი გრანტებისა (Synergy Grants) და საწყისი გრანტების (Starting Grants) გაცემის პროცედურები.
ინტერაქციულ რეჟიმში დეტალურად ახსნა პროცედურები და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
შეხვედრის ბოლოს ქალბატონ ეკას გადაეცა სიმბოლური საჩუქრები SEU-სგან.