ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე
27 სექტემბერი, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში.
- სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე
- ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
- ხანგრძლივობა: 3 თვე
- სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა:2
- ანაზღაურება: 500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვა, კონტენტის მომზადება, რეკლამაზე გაშვება;
- უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვა;
- უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
- უნივერსიტეტის სოცილური ქსელის გვერდების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხედვის წარდგენა;
- უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- უნივერსიტეტში ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და
- კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში;
- უნივერსიტეტის სოციალური ქსელების მუშაობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
- სფეროში ახალი ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება;
- უნივერსიტეტის ღონისძიებების დაგეგმვის და განხოცრიელების პროცესში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრი (ბიზნესის ადმინისტრირება; მენეჯმენტი; ჟურნალისტიკა), ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (B1);
- მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ;
- გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office;
- Microsoft Excel;
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვება;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.