19 სექტემბერს, SEU-სა და კერძო სკოლა - "ლილე"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს შემდეგს:
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების, კვლევითი პროგრამების ორგანიზებასა და განხორციელებას.
ასევე, SEU-ს განათლების ადმინისტრირების და ფსიქოლოგიის პროგრამების სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს სკოლაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე - რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა და სკოლა "ლილე"-ს ხარისხის მართვის მენეჯერმა ბატონმა საბა ნათენაძემ.