გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრას.
დადგენილების მიხედვით სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებები მიიღება მხოლოდ ონალიან რეჟიმში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე , ხოლო მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2022 წლის 11 ოქტომრიდან 25 ოქტომბრის 18 :00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, მითითებულ ლინკზე https://www.mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo.