2022-2023 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 3 სექტემბერის 14:00 საათიდან და დასრულდება 9 სექტემბერს 18:00 საათზე.
ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.
სწრაფი გადახდის აპარატით გადახდის შემთხვევაში უნდა მოძებნოთ განათლება>სეუ>სწავლის საფასური და პირადი ნომრით შეძლებთ გადახდას.
მეორე ეტაპი: მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 6 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.
სეუ-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:
ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) ირჩევთ ელექტრონულ ბაზაში (abi.seu.edu.ge) მითითებული თარიღების მიხედვით, თქვენს მიერ სასურველ დროს.
პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს!
გისურვებთ წარმატებას!