საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წელს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს SEU სთავაზობს ფინანსური შეღავათის სპეციალურ სისტემას - იხილეთ ბმული: https://www.seu.edu.ge/ka/657/
SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 30 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, ორ ეტაპად:
რეგისტრაცია მეორე ეტაპზე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დარჩება ვაკანტური ადგილები.
SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
გამოცდები ჩატარდება რეგისტრაციის პარალელურად, მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ნებისმიერ სასურველ დღეს - 10:00 საათიდან 20:30 საათამდე, SEU-ს საგამოცდო ცენტრში.
საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება:
ინგლისურის ტესტისოციალური ფსიქოლოგიაკლინიკური ფსიქოლოგიაგანათლების ადმინისტრირებასაბანკო საქმეადამიანური რესურსების მართვასამართალიბიზნესის ადმინისტრირება
თითოეული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 51%.
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც ჩააბარეს შიდა გამოცდები (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი), იგზავნება შეტყობინება SEU-ს სახელით ან/და სია ქვეყნდება ვებგვერდზე (პერსონალურ მონაცემთა დაცვით), გამოცდების დასრულებიდან სამი დღის ვადაში.
შიდა გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს შედეგები გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში.
გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ გამოვლინდება მაგისტრატურაში ჩასარიცხ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე უფლება მოიპოვეს სწავლა გააგრძელონ SEU-ს შესაბამის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მაგისტრატურაში ჩარიცხვა ფორმდება რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა მაგისტრატურაში მისაღები საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით შედგენილი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე და მაგისტრანტობის კანდიდატთან ხელეკრულების გაფორმების შემდეგ.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ გააფორმებს ხელშეკრულებას, SEU-ში არ ჩაირიცხება და მის ადგილს დაიკავებს რანჟირების დოკუმენტით დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატი.
საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირის გარდა) - 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, წინანდლის ქ.N17 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ), SEU-ს ახალი კამპუსი, პირველი სართული.