ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა
03 აგვისტო, 2022
ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
SEU-ს მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორმაგი დიპლომი ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში 3+1 პროგრამის ფარგლებში.
დაშვების წინაპირობა:
- სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მე-6 სემესტრი SEU- ში
- სტუდენტმა უნდა გააგზავნოს აპლიკაცია შესაბამის მიმართულებაზე ონლაინ - https://vizja.pl/en/oferta/
- მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდგომი ნაბიჯებისთვის
- ინგლისური ენის გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ვარშავის უნივერსიტეტი
სწავლის ღირებულება პროგრამების მიხედვით:
- მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება - 2600 ევრო
- ფსიქოლოგია - 2600 ევრო
- პოლიტიკური მეცნიერებები (ჩვენთან საერთაშორისო ურთიერთობები) - 2400 ევრო
- 1-10 სტუდენტის ფარგლებში წლიური ავტომატური ფასდაკლება – 15%
- მაღალი GPA - ის მქონე სტუდენტებისთვის იმოქმედებს ფასდაკლება 30-50% მდე
- მგზავრობის და ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა ხდება სტუდენტის მიერ.
სწავლის დაწყების ვადები:
- შემოდგომის სემესტრი - 15 ოქტომბერი
- გაზაფხულის სემესტრი - მარტის დასაწყისი
- დაინტერესებულმა სტუდენტებმა აუცილებელია დოკუმენტაცია წარადგინონ მოკლე ვადაში.
- დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმღები უნივერსიტეტის ვებ -გვერდს: https://vizja.pl/