15-17 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტისა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, SEU-ს პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების დამსაქმებლებთან შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების განვითარება და ახალი სამაგისტრო პროგრამის შეფასება.
შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები, ასევე, პრაქტიკის შესაძლებლობა პროგრამის სტუდენტებისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს:
SEU ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ახალ სამაგისტრო პროგრამაზე, ბრიტანელი პროფესორის - ალფრედო მოსკარდინის მონაწილეობით. ალფრედო მოსკარდინი არის სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მათემატიკოსი.
აღსანიშნავია, რომ SEU აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რომელთა მონაწილეობა წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შემუშავებისთვის ინსტრუმენტულად მნიშვნელოვანია.