20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმი პროგრამის ხელმძღვანელი - მალხაზ ღვინჯილია და ასოცირებული პროფესორი - მაია ღვინჯილია ბერლინში, bbw გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ხელმძღვანელს - დოქტ. საშა ფლემინცს საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო SEU-სა და bbw-ს ურთიერთანამშრომლობის პრაქტიკულ რეალიზაციას ტურიზმის პროგრამულ მიმართულებაზე. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გამოითქვა მოსაზრებები სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, ცალკეულ მიზნობრივ პროექტებში.
დასასრულს, ბ-მა ფლემინცმა გამოთქვა სურვილი, ამა წლის ოქტომბერში SEU-ში ვიზიტისა და ადგილზე განსახორციელებელი პროექტების ორგანიზებისა და ანალიზის შესახებ.