23, 24 და 25 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის იმიტირებული საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდა.
გამოცდა მოიცავდა სამ კომპონენტს:
• წაკითხულის გააზრება;
• ლოგიკური მსჯელობა;
• რაოდენობრივი მსჯელობა.
აღსანიშნავია, რომ იმიტირებულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ტესტების ანალოგია.