4 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ ბრაგანცას უნივერსიტეტის (პორტუგალია) დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი იყო, მიმდინარე მემორანდუმის ფარგლებში, ორმაგი დიპლომის პროგრამების შესაძლებლობების მიმოხილვა, Erasmus+ მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების (ICM) კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელები.
SEU-სა და ipb უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თანამშრომლობა საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამით არაერთმა სტუდენტმა ისარგებლა. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც.