29 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია როგორც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, ისე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების ჩართვა YATA Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
კერძოდ:
თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტები შეიძენენ თეორიულ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები, კიბერუსაფრთხოება, მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე აიმაღლებენ ცნობიერებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.