27 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის SEU-ს სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა - დავით ყიფიანმა ჩაატარა ამოცანების მართვის საუნივერსიტეტო პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც ადმინისტრაციის ყველა წევრისათვის იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი დავალება/ამოცანა, რაც შესასრულებელია სამსახურების მიერ.
პლატფორმა მიზნად ისახავს, გაამარტივოს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, რეპორტინგი და ანალიტიკა სამსახურებს შორის.