17 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
მემორანდუმის ფარგლებში, საკრებულო იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად უზრუნველყოს ჩვენი ბიზნესისა და ტექნოლოგიების, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების სტაჟირება.
დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს.