14 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოდელირებული ევროპარლამენტის სხდომა გაიმართა.
პროექტში ჩართული იყო 22 სკოლა და 118 მოსწავლე. მოსწავლეებს მოდელირებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ტრეინინგები ჩაუტარეს SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.
მოდელირებულ ევროპარლამენტის სხდომაზე გაიმართა დებატები. სკოლის გუნდები წარმოადგენდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონკრეტული წევრი სახელმწიფოს პოზიციას.
სხდომას მოდერაციას უწევდა SEU-ს ასოცირებული პროფესორი - ირაკლი სამხარაძე.
მოსწავლეთა უმრავლესობამ კენჭისყრისას მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.