13 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის და SEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ჯომარდობის ჩემპიონატში.
ტურნირი ჩატარდა ფასანაურში, სადაც შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების გუნდები.
სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.
“ჯომარდობის ჩემპიონატი 2022” მიზნად ისახავს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მასობრივი და ექსტრემალური სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას, სტუდენტთა ფიზიკურ განვითარებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.