15 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციას - ”SEU ISOC S-2022” უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც SEU-ს, ასევე სხვა ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენცია გახსნა ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციაში ”SEU ISOC S-2022” მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა, რომლებმაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო მოხსენებები.
მოხსენებათა აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.
აღსანიშნავია, რომ SEU ტრადიციულად მასპინძლობს სტუდენტურ კონფერენციებს და მხარს უჭერს აქტუალური საკითხების აკადემიურ სივრცეში განხილვას.