შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით ორგანიზებულ ფოტოკონკურსში „Georgia: The way I See It“ SEU-ს სტუდენტმა Albar Yarah Ali M - მა მესამე ადგილი დაიკავა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები.
კონკურსის ფარგლებში, SEU-ს ფავორიტი მონაწილე გახდა SEU-ს სტუდენტი Shruthi Chittoor Vaidyanathan, რომელსაც საჩუქრად ფულადი პრიზი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა 31 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.