31 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და საერთაშორისო აუდიტორულ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში, გრანთ თორნთონი მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება-გაუმჯობესებაში და უმაღლესი განათლების განვითარებაში. უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის თანამშრომლობის მსგავსი მოდელი დიდ შესაძლებლობას ქმნის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად.
გრანთ თორნთონი სეუ-ს სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს სემესტრულად ე.წ. Bootcamp-ის ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები გაივლიან ერთთვიან პროგრამას კომპანიის კონკრეტულ დეპარტამენტში, რადგან მიიღონ ინფორმაცია ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე. აღნიშნული გამოცდილება მაქსიმალურად გაზრდის სტუდენტების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძემ და გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა - ვახტანგ ცაბაძემ.