20 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, №45 საჯარო სკოლის მოსწავლეების დებატები გაიმართა თემაზე: "საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს".
აღსანიშნავია, რომ დებატებში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა მოსწავლემ.
დებატების ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს SEU-სგან გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
SEU მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს აქტიურად უჭერს მხარს.