17 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, სკოლა-კოლეჯი „ნინო“-ს მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, ფინანსური შეთავაზებების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.